1 ჩვენს სერვერზე ან ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემოსვლისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით არსებულ წესებს.
2 ჩვენი სერვერის წესები ეხება ყველა მოთამაშეს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.
3 სერვერზე ყველა მოთამაშე თანაბარია. ადმინისტრატორები და პრივილეგირებული მოთამაშეები არ განსხვავდებიან არაპრივილეგირებული მოთამააშეებისგან - მოთამაშე არის მოთამაშე.
4 ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს მოქმედი წესები თუ სხვა. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია აუცილებლად გაცნობებთ Discord სერვერზე.
5 ადმინისტრატორი არ არის ვალდებული გააფრთხილოს მოთამაშე სასჯელის მიღებისას.
1.1 აკრძალულია სერვერზე Voice Changer-ის გამოყენება. [სასჯელი: MUTE 4 საათი.]
1.2 აკრძალულია სერვერზე ცენზურის დარღვევა [სასჯელი: MUTE 4 საათი - განმეორება 1 დღიანი ბანი]
1.3 ნებისმიერი შეურაცხყოფა, მოთამაშის ცუდად მოხსენიება აკრძალულია. [სასჯელი: ყველანაირი კომუნიკაციის ბანი 1 კვირით]
1.4 აკრძალულია სერვერზე სიმღერების ჩართვა. [სასჯელი: Mute 4 საათი]
1.5 აკრძალულია ჩატის/მიკროფონის სპამი (ყვირილი, ერთი და იმავე შეტყობინების სპამი და ა.შ) [სასჯელი: MUTE 4 საათი]
1.6 აკრძალულია ექაუნთების,ნივთების მოთხოვნა მოთამაშეებისგან,ადმინისტრატორისგან ან მოდერატორებისგან. [სასჯელი: Mute 1 დღე]
1.7 აკრძალულია ნებისმიერი სახის რეკლამირება (ასევე Steam Tag-ზეც) [სასჯელი: 30 დღიანი კომუნიკაციის ბანი]
1.8 აკრძალულია ნებისმიერი სახის პროვოკაცია [სასჯელი: MUTE 12 საათი]
1.9 აკრძალულია თამაშის სერვერებზე ადმინისტრაციის/მოდერაციის ქმედებების დაგმობა [სასჯელი: MUTE 3 დღე]
1.10 აკრძალულია მოთამაშეების პირადი შეურაცხყოფა [სასჯელი: BAN სამუდამო]
1.11 სერვერზე აკრძალულია ნებისმიერი გზით (თამაშის ინფოს გაცემა) თქვენი Team-ისთვის. [სასჯელი: MUTE 4 საათი]
1.12 აკრძალულია როგორც მოთამაშეების ასევე პროექტის ადმინისტრაციის/მოდერაციის შეცდომაში შეყვანა [სასჯელი: MUTE 12 საათი]
2.1 აკრძალულია ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება რომელიც უპირატესობას გაძლევთ სერვერზე თამაშისას [სასჯელი: BAN სამუდამო]
2.2 აკრძალულია ადმინისტრაციის იგნორირება, შემოწმებაზე უარის თქმა (თუ ადმინისტრატორმა დაგიბარათ). [სასჯელი: BAN სამუდამო]
2.3 აკრძალულია მოთამაშეების შეწუხება/არასწორი თამაში (გუნდელისთვის უაზროდ სროლა, გაფლეშება და ა.შ) [სასჯელი: BAN 1 საათი]
2.4 აკრძალულია ადმინისტრატორად/მოდერატორად თავის გასაღება (სახელში, ჩატში იარაღის TAG-ზე და ა.შ) [სასჯელი: BAN 1 კვირა]
2.5 აკრძალულია მოთამაშეების მოტყუება/შეცდომაში შეყვანა. (ადმინისტრატორად თავის გასაღება, სერვერის პრივილეგიების გაყიდვა, ტრეიდინგი, ფიშინგი და სხვა.) [სასჯელი: BAN 1 თვე]